დეპაი „ლიონთან“ კონტრაქტის გაგრძელებას არ გეგმავს
დეპაი „ლიონთან“ კონტრაქტის გაგრძელებას არ გეგმავს

„ლიონის“ ფორვარდს მემფის დეპაის არ სურს თავის ამჟამინდელ კლუბთან მოლაპარაკებების დაწყება ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.

ნიდერლანდელი იმედოვნებს, რომ შეთავაზებას მიიღებს რომელიმე გრანდისგან და მომავალი წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს „ლიონს“.

დეპაიზე მთავარი პრეტენდენტი „ბარსელონაა“. ამ ზაფხულს მისი ტრანსფერი კატალონურ კლუბში თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ „ლიონმა“ არ მოისურვა ფეხბურთელთან გამოთხოვება.

ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში დეპაიმ 11 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. „ლიონი“ ამ მომენტისთვის მეორე ადგილზეა საფრანგეთის ჩემპიონატში.