დეონტეი უაილდერმა ნოკაუტით მოიგო და WBC-ის ტიტული შეინარჩუნა [ვიდეო]
დეონტეი უაილდერმა ნოკაუტით მოიგო და WBC-ის ტიტული შეინარჩუნა [ვიდეო]

ნიუ იორკის „მედისონ სკვერ გარდენში“ სუპერმძიმე წონით კატეგორიაში საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართა. მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი (40-0, 39 KO) ტიტულს იცავდა კუბელ ლუის ორტისთან (29-1) ბრძოლაში.
სასტარტო რაუნდებში მოკრივეები მშვიდად მოქმედებდნენ. მინიმალური უპირატესობა კუბელს ჰქონდა – მან პირველი ოთხი რაუნდი ერთნაირი ანგარიშით (10:9) მოიგო, ამერიკელი კი მეტოქის შეცდომას ელოდებოდა.
მეხუთე რაუნდში უაილდერმა მოულოდნელად კონტრშეტევა წამოიწყო და ორტისი მარჯვენა პირდაპირი დარტყმით ნოკდაუნში გაუშვა.

ორი რაუნდის შემდეგ, უკვე ორტისი ახლოს იყო მოგებასთან, როცა უაილდერი ბაგირებთან მიიმწყვდია და თითქმის ერთი წუთი ურტყამდა ჩემპიონს, ამერიკელმა გაუძლო შეტევებს, ძალები აღიდგინა და მეათე რაუნდში გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. მან რაუნდის დასაწყისში ძლიერი დარტყმით გაუშვა კუბელი ნოკდაუნში, შემდეგ კიდევ ორჯერ გააკეთა იგივე და მეორე წაქცევის შემდეგ, რეფერიმ ბრძოლა შეაჩერა.

უაილდერმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა, არადა, მეათე რაუნდის წინ, ორტისი ქულებით 86:83-ს იგებდა.