დეონტეი უაილდერმა იანვარში დაბრუნება დააანონსა
დეონტეი უაილდერმა იანვარში დაბრუნება დააანონსა

ამერიკელმა მძიმეწონოსანმა, მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა (42-1-1, 41KO) დაასახელა თავისი მომდევნო ბრძოლის სავარაუდო თარიღი. ასევე მან მიანიშნა, რომ მისი მომდევნო მოწინააღმდეგე არ იქნება WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური (31-0-1, 21KO).

„თქვენ ისევ შეგეძლებათ ჩემი რინგზე ხილვა 2021 წლის იანვრის დასაწყისში. ყველაზე გვიანი თარიღია – თებერვლის პირველი რიცხვები. ამჟამად, მეტოქეს ვეძებთ. არ ვაპირებთ ვიჯდეთ და ველოდოთ, სანამ ერთი მხდალი მოკრივე, რომელსაც ვალდებულება გააჩნია, ჩემთან ბრძოლას გაურბის. მე უნდა დავბრუნდე. ბევრი გულშემატკივარი მყავს, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან, როდის ჩავატარებ მომდევნო ბრძოლას. ვაპირებ გავაკეთო ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის“, – განაცხადა უაილდერმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა ამერიკელმა ამა წლის 22 თებერვალს ჩაატარა, როცა მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა ტაისონ ფიურისთან.

უფრო ადრე, უაილდერმა თავის ერთ-ერთი პოტენციურ მოწინააღმდეგ დაასახელა უკრაინელი მძიმეწონოსანი ალექსანდრ უსიკი, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, ბრიტანელ დერეკ ჩისორას ქულებით მოუგო.