დეონტეი უაილდერი რინგზე მოგებით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
LAS VEGAS, NEVADA - OCTOBER 09: Deontay Wilder reacts after knocking down Tyson Fury in the fourth round during their WBC heavyweight title fight at T-Mobile Arena on October 09, 2021 in Las Vegas, Nevada. (Photo by Al Bello/Getty Images)
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი (44-4-1, 43 КО) წარმატებით დაბრუნდა რინგზე ზედიზედ ორი წაგებისა და ერთწლიანი შესვენების შემდეგ. მან ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა თანამემამულე ტაირელ ჰერნდონი (24-6, 15 КО).
10-რაუნდიანი ბრძოლა კანზასის შტატის ქალაქ უიჩიტოში გაიმართა.
უაილდერმა შეხვედრა უფრო აქტიურად დაიწყო და უკვე მეორე რაუნდში მეტოქე ნოკდაუნში გაუშვა – მიზანს მიაღწია მარცხენა ჰუკმა. თუმცა ჰერნდონი იოლად წამოდგა და ბრძოლა გააგრძელა.
უაილდერი აგრძელებდა ინიციატივის ფლობას, ბევრ დარტყმას ასრულებდა და მეექვსე რაუნდში ისევ დააწვინა რინგზე მოწინააღმდეგე. ჰერნდონი თავიდან ცდილობდა, კონტრშეტევებით ეპასუხა, მაგრამ ბრძოლის შუაში აშკარად დაღლა დაეტყო.
ბოლოს, როცა ჰერნდონი გაძლებაზე იყო და ვეღარ პასუხობდა მოწინააღმდეგის დარტყმებს, რეფერიმ მეშვიდე რაუნდში შეწყვიტა ორთაბრძოლა.
ასე რომ, დეინტეი უაილდერმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და შეწყვიტა ორი წაგებისგან შემდგარი სერია. მანამდე ამერიკელმა ზედიზედ წააგო ჯოზეფ პარკერსა და ჟან ჟილეისთან.