დეონტეი უაილდერი - მე კრივის მეფე ვარ
დეონტეი უაილდერი - მე კრივის მეფე ვარ

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა განაცხადა, რომ მისი მიღწევები პროფესიულ რინგზე საშუალებას აძლევს მიჩნეული იყოს მსოფლიოში საუკეთესო მოკრივედ.

„რაც უნდა გავაკეთო, აღიარების მიღწევა ძალიან რთულია. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მე მეფე ვარ. მე ვარ სუპერმძიმე კატეგორიის ჩემპიონი. ჩემი გამოსვლებით, მე უკვე დავიმსახურე ადგილი დიდების დარბაზში. მე – საუკეთესო ნოკაუტერი ვარ კრივში. მე, უბრალოდ, დაჯილდოვებული ვარ უძლიერესი დარტყმით.

მე უკვე ბევრჯერ გავეცი პასუხი ბევრ კრიტიკოსს. მიუხედავად ამისა, სამყაროში ჯერ ისევ დარჩა ბევრი სკეპტიკოსი. ეს მაძლევს მოტივაციას და ნებას – ვიარო მხოლოდ წინ“, – მოჰყავს უაილდერის სიტყვები Boxing Scene-ს.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ბრძოლას უაილდერი 23 ნოემბერს ჩაატარებს. ამერიკელის მეტოქე იქნება კუბელი ლუის ორტისი.