დეონტეი უაილდერი - არსად წავსულვარ, ეს ომი ახლა იწყება
დეონტეი უაილდერი - არსად წავსულვარ, ეს ომი ახლა იწყება

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა დეონტეი უაილდერმა თავის თაყვანისმცემლებს მიმართა.

„მივესალმები ჩემს ხალხს, თქვენი მეფე აქ არის. არსად წავსულვარ, ეს ომი ახლა იწყება. ისევ აღვდგები. მე ძლიერი ვარ, მეომარი ვარ, მეფე ვარ. მეფე, რომელიც არასოდეს ნებდება, მეფე, რომელიც სიკვდილამდე იბრძვის. ჩვენ დავიბრუნებთ ამ ტიტულს. მე დავბრუნდები. თქვენს მეფეს უდიდესი სულიერი ძალა აქვს. ჩვენ აღვდგებით ფენიქსივით და ტიტულს დავიბრუნებთ. რამდენიმე თვის შემდეგ შევხვდებით”, – დაწერა „ინსტაგრამში” უაილდერმა.

ერთი კვირის წინ, ამერიკელმა მეშვიდე რაუნდში ნოკაუტით წააგო ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან.