დეონტე ვაელდერი 2019 წლის ბოლოს ლუიზ ორტიზთან რემატჩს გამართავს (ვიდეო)
დეონტე ვაელდერი 2019 წლის ბოლოს ლუიზ ორტიზთან რემატჩს გამართავს (ვიდეო)

2 კვირაზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც დეონტე ვაელდერმა დომინიკ ბრიზილი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ვაელდერმა (41-0-1) უკვე დაასახელა მისი მომდევნო მეტოქე და ეს იქნება ლუიზ ორტიზი (31-1).

ბრძოლა ლოს-ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში“ 2019 წლის ბოლოს გაიმართება. ვაელდერმა ერთხელ უკვე დაამარცხა ორტიზი მეათე რაუნდში მოპოვებული ტექნიკური ნოკაუტის წყალობით. რადგან აღნიშნული ბრძოლა უკვე დაანონსდა, ეს გამორიცხავს ვაელდერის ენტონი ჯოშუასთან (22-0) ან ტაისონ ფიურისთან (27-0-1) დაპირისპირებას 2019 წელს.

ფიური რინგზე 15 ივნისს დაბრუნდება და მისი მეტოქე ტომ შვარცი იქნება. ბრძოლა ლას ვეგასში შედგება.