დენზელ დუმფრიზი 25 მილიონად შეიძლება „ბარსელონაში“ გადავიდეს #1TVSPORT
ცნობილმა აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა, რომელიც „ინტერის” 29 წლის განაპირა მცველის, დენზელ დუმფრიზის ინტერესებს წარმოადგენს, თავის კლიენტს „ბარსელონაში“ გადასვლის ვარიანტი შესთავაზა. კატალონური კლუბიც განიხილავს 29 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის შეძენის ვარიანტს, – წერს გამოცემა Sport.es-ი.
წყაროს ცნობით, დუმფრიზს 15 ივლისამდე შეუძლია, დატოვოს „ინტერი“ 25 მილიონ ევროდ. აღნიშნავენ, რომ თავად ფეხბურთელი მზად არის, იტალიური გრანდიდან „ბარსელონაში“ გადავიდეს.
გასულ სეზონში დუმფრიზმა ყველა ტურნირზე 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი კონტრაქტი „ინტერთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.