დენვერმა სერიაში ინტრიგა დატოვა - სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (ვიდეო)

ორლანდოში გრძელდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის სერია. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „დენვერმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და სერიაში ანგარიში 3-2 დააფიქსირა. „კლიპერსთან“ გამართულ რიგით მეხუთე მატჩში მოვლენები საინტერესოდ ვითარდებოდა.

პირველი ტაიმი დოკ რივერსის გუნდმა უკეთ ჩაატარა და შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე პერიოდის დაწყებიდან კი დენვერელებმა მობილიზება შეძლეს და საბოლოოდ მატჩი 111-105 მოიგეს.

მორიგი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ნიკოლა იოკიჩი. სერბმა აქტივში 5 პასიც ჩაიწერა. 26 ქულა დააგროვა ჯამალ მიურეიმ. 17 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს პოლ მილსეპმა.

კლიპერსის“ რიგებში 36 ქულით საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო, მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. პოლ ჯორჯმა მატჩი 26 ქულით დაასრულა.

სერიის რიგით მე-6 მატჩი „კლიპერსსა“ და „დენვერს“ შორის 13 სექტემბერს შედგება.