„დენვერმა“ „ოკლაჰომას“ პრინციპული დაპირისპირება მოუგო [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, რეგულარული სეზონი გრძელდება. საინტერესო შეხვედრა გაიმართა დენვერში, სადაც ადგილობრივმა „ნაგეთსმა“ „ოკლაჰომა სიტი სანდერს“ უმასპინძლა და 11 ქულის სხვაობით 109-98 დაამარცხა. დენვერელთა შორის საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც 25 ქულითა და 15 მოხსნით, მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. სამმაგ დუბლამდე სერბს ერთი გადაცემა დააკლდა. 19 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯამალ მარეიმ. „ოკლაჰომას“ რიგებში ყველაზე მეტი, 32 ქულა პოლ ჯორჯმა დააგროვა. სტივენ ადამსმა 26 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა რას ვესტბრუკს (13 ქულა 14 მოხსნა).

ბოსტონი – ატლანტა 129-108
შარლოტი – ნიუ იორკი 124-126 (ოვერტაიმი)
ბრუკლინი – ვაშინგტონი 125-118
კლივლენდი – მილუოკი 102-114
ფილადელფია – ინდიანა 101-113
მემფისი – მაიამი 97-100
პორტლენდი – ტორონტო 128-122
საკრამენტო – გოლდენ სტეიტი 125-130