„დენვერმა“ კონფერენციის ფინალურ სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (ვიდეო)

ორლანდოში გრძელდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის სერია. დასავლეთ კონფერენციის ფინალში რიგით მესამე მატჩი გაიმართა. „დენვერმა“ სერიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ანგარიში 2-1 გახადა.

დენვერელები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ. „ლეიკერსმა” მხოლოდ მეოთხე მეოთხედის მოგება შეძლო. საბოლოოდ კი მატჩი „ნაგეტსის“ გამარჯვებით 114:106 დასრულდა.

„დენვერის“ რიგებში ყველაზე მეტი, 28 ქულა ჯამალ მიურეის ანგარიშზეა. მის აქტივში ასევე 12 პასი და 8 მოხსნაა. ნიკოლა იოკიჩმა 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ჯერამი გრანტმა 26 ქულა მიითვალა.

ლოსანჯელესურ გუნდში მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა (30 ქულა, 10 მოხსნა და 11 პასი), თუმცა ეს წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ენტონი დევისმა მატჩი 27 ქულით დაასრულა.

სერიის რიგით მეოთხე მატჩი „ლეიკერსსა“ და „დენვერს“ შორის 25 სექტემბერს შედგება.