„დენვერ ნაგეტსმა“ „მაიამი“ მესამედაც დაამარცხა და პირველ საჩემპიონო ტიტულს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

„დენვერ ნაგეტსი“ 47 წლის წინათ დაარსდა. არასოდეს ყოფილა NBA-ის ფავორიტი, თუმცა სერბი ნიკოლა იოკიჩის გუნდში მისვლის შემდეგ მიზნები შეიცვალა, თამაშიც აეწყო და საჩემპიონო ამბიციაც გაჩნდა. დენვერელეი მიზანს 2022-23 წლების სეზონში მიუახლოვდნენ:  მაიამიში მეორე მატჩიც მოიგეს (108:95), სერიაში 3:1 დაწინაურდნენ და ისტორიულ ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აშორებთ.

იოკიჩმა ამჯერედ სამმაგი დუბლი ვერ გაიფორმა, ორმაგს დასჯერდა: 23 ქულა, 12 მოხსნა. გორდონმა 27 ქულა ჩააგდო, ხოლო მარეიმ – 15.

„მაიამიში“ 20 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა ადებაიოს. ფლორიდელებში ორი იუბილარი იყო: ადონის ჰასლემი და ნიკოლა იოვიჩი. ჰასლემს 43 წელი შეუსრულდა. საინტერესოა, როდესაც მან „მაიამისთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა, იოვიჩი სულ რაღაც 58 დღისა იყო.

NBA-ის ფინალური სერია ოთხ მოგებამდეა. მომდევნო მატჩი დენვერში 13 ივნისს გაიმართება.