დენის სმიტი „დალასს“ სამშაბათს დაუბრუნდება
დენის სმიტი „დალასს“ სამშაბათს დაუბრუნდება

„დალას მავერიკსის“ ახალგაზრდა კალათბურთელ დენის სმიტ ჯუნიორს კარიერაში საკმაოდ არასასიამოვნო პერიოდი აქვს. ლუკა დონჩიჩის გამოჩენის შემდეგ 21 წლის გამთამაშებელს „მავერიკსში“ სულ უფრო ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა.

დაიწყო აქტიური საუბრები დენის სმიტის გუნდიდან წასვლის შესახებ. ორ კვირაზე მეტი სპორტსმენი გუნდთან ერთად არ იმყოფება, ოფიციალურ მიზეზად ავადმყოფობა დასახელდა, თუმცა ბევრი „დალასის“ მთავარი მწვრთნელის რიკ კარლაელის ჩათვლით თვლიან რომ სმიტი „დალასში“ გაუგებრობის გამო არ ჩანდა. თუმცა, როგორც ჩანს, დენის სმიტთან დაკავშირებული პრობლემები მალე დასრულდება.

გამთამაშებელს სავარაუდოდ გუნდს უახლოეს მატჩებში დაუბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაელმა კალათბურთელს ბოდიშიც მოუხადა.