დენის შმიგალი - მარიუპოლი არ დაცემულა, ვთხოვთ ყველა საერთაშორისო პარტნიორს, დაგვეხმაროს იქ არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებაში
დენის შმიგალი - მარიუპოლი არ დაცემულა, ვთხოვთ ყველა საერთაშორისო პარტნიორს, დაგვეხმაროს იქ არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებაში

მარიუპოლში არის უზარმაზარი ჰუმანიტარული კატასტროფა, ჩვენ ვთხოვთ ყველა საერთაშორისო პარტნიორს, დაგვეხმაროს ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებაში, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მარიუპოლი არ დაცემულა.

„იქ არიან ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, მებრძოლები და ისინი იბრძოლებენ ბოლომდე. ახლა ისინი კვლავაც რჩებიან მარიუპოლში. მაგრამ იქ არის უზარმაზარი ჰუმანიტარული კატასტროფა, რადგან ქალაქში რჩება 100 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი, რომლებიც 40 დღეზე მეტია, იტანჯებიან ამ ალყაშემორტყმულ ქალაქში. იქ არ არის წყალი, საკვები, გათბობა და დენი. ჩვენ ვთხოვთ ყველა საერთაშორისო პარტნიორს, დაგვეხმაროს ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებაში“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

აზოვის ზღვის უმსხვილესი საპორტო ქალაქი მარიუპოლი, სადაც 100 ათასამდე ადამიანია დარჩენილი, რუსეთის ძალების მიერ უკვე რამდენიმე კვირაა, ალყაშია.