დენის ბერგკამპმა სამწვრთნელო სამუშაოზე დაბრუნების სურვილი გამოთქვა
დენის ბერგკამპმა სამწვრთნელო სამუშაოზე დაბრუნების სურვილი გამოთქვა

„არსენალისა” და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დენის ბერგკამპმა გამოთქვა სურვილი – დაბრუნდეს ფეხბურთში მწვრთნელის ან მმართველის როლში. 51 წლის ნიდერლანდელი 2011-17 წლებში „აიაქსში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო და მას შემდეგ, უმუშევარია.

„როცა შესაფერისი დრო მოვა, ვისურვებდი პროფესიაში დაბრუნებას და რაიმე პოსტის დაკავებას. ჯერჯერობით კი კარგად ვარ ნიდერლანდებში. ახალგაზრდა ოჯახი მყავს.

მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მაქვს სურვილი ისევ გავიდე მინდორზე და დავეხმარო რომელიმე კლუბს მმართველის როლში ან თუნდაც მწვრთნელობით. შეიძლება ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ არასოდეს იცი რა მოხდება. ვნახოთ, როგორ წინადადებებს შემომთავაზებენ”, – განაცხადა ბერგკამპმა.