დენის ბერგკამპი – დღეს იდეალური ფორვარდები კეინი და ლევანდოვსკი არიან #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დენის ბერგკამპმა უპასუხა შეკითხვას – ვის მიიჩნევს თანამედროვე ფეხბურთში იდეალურ ფორვარდებად.
„დღეს იდეალური ფორვარდები, როგორიც თავის დროზე მარკო ვან ბასტენი იყო – ჰარი კეინი და რობერტ ლევანდოვსკი არიან. ეს უკანასკნელი ახლა ისეთ ასაკშია, რომ ყოველთვის ყველაფერი აღარ გამოსდის, მაგრამ ეს ორი ფენომენალურია.
და ქარინ ბენზემა – მისი გადაადგილების მაგალითზე ვასწავლიდი ახალგაზრდა ფორვარდებს. ეს დაუჯერებელი იყო. ვცდილობდი ეს ჩამედო ახალგაზრდების თავში, რომლებთანაც ახალგაზრდულ გუნდებში ვმუშაობდი, რადგან მისი გაქცევები და აჩქარებები შთამბეჭდავი იყო“, – განაცხადა ბერგკამპმა.