დენიელ სტარიჯმა „ტრაბზონსპორთან“ კონტრაქტი გაწყვიტა
დენიელ სტარიჯმა „ტრაბზონსპორთან“ კონტრაქტი გაწყვიტა

ბრიტანული გამოცემა „სკაი სპორტსი“ იუწყება, რომ თურქულმა „ტრაბზონსპორმა“ დენიელ სტარიჯთან კონტრაქტი გაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული. შედეგად, სტარიჯი ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, რაც მას საშუალებას აძლევს, ნებისმიერ სასურველ კლუბთან გაფორმოს კონტრაქტი.

ინგლისელი „ტრაბზონსპორში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა და კონტრაქტი კლუბთან ერთი სეზონით გააფორმა. უნდა აღინიშნოს, რომ სტარიჯი თურქულ გუნდში გადასვლამდეც თავისუფალი აგენტი იყო, რადგან იმ დროისთვის „ლივერპულთან“ შეთანხმება უკვე ამოწურული ჰქონდა.