დენიელ კორმიეს კარიერის დასრულება ჯონ ჯონსთან ბრძოლით სურს
დენიელ კორმიეს კარიერის დასრულება ჯონ ჯონსთან ბრძოლით სურს

დენიელ კორმიეს სულ მალე მძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოუწევს. მისი მეტოქე სტიპე მიოჩიჩი იქნება, რომელსაც საჩემპიონო ქამარი პირველ ბრძოლაში აართვა.

ბრძოლა 17 აგვისტოს, „იუ ეფ სი 241“ (UFC 241) ფარგლებში შედგება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაასრულებს სპორტულ კარიერას ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი. ერთადერთი ოპონენტი, ვისი დამარცხებაც „დისიმ“ ვერ შეძლო – ჯონ ჯონსია.

რამდენიმე დღის წინ, კორმიემ „ი ეს პი ენთან“ (ESPN) მიცემულ ინტერვიუში იმაზე ისაუბრა, თუ როგორ სურს კარიერის დასრულება.

„ჯონ ჯონსი, ეს არის ის რაც მე მსურს. როდესაც მე ჯონ ჯონსთან საბრძოლველად ვემზადები ყველაზე კონცენტრირებული ვარ და ოქტაგონზე სწორედ ამ დროს ვარ ყველაზე სახიფათო. ეს მე მაიძულებს, რომ მაქსიმალურად მოვემზადო დაპირისპირებისთვის. მე ეს რემატჩი მჭირდება“, – განაცხადა კორმიემ.

დენიელ კორმიერს ორჯერ აქვს ჯონსთან წაგებული. 2015 წელს მსაჯთა გადაწყვეტილებით. 2017 წელს კი ჯონმა „დისი“ ნოკაუტში გაუშვა.