დენიელ კორმიემ დაადასტურა, რომ სტიპე მიოჩიჩთან მესამე ბრძოლა მის კარიერაში უკანასკნელი იქნება
დენიელ კორმიემ დაადასტურა, რომ სტიპე მიოჩიჩთან მესამე ბრძოლა მის კარიერაში უკანასკნელი იქნება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი დენიელ კორმიე აცხადებს, რომ სტიპე მიოჩიჩთან მესამე ბრძოლა მის კარიერიაში უკანასკნელი იქნება.

სტიპესა და „დი სის“ დაპირისპირების გამართვა მიმდინარე წლის ივლისში განიხილებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ბრძოლის გამართვა ბუნდოვანი გახდა.

მიოჩიჩი და კორმიე პირველად ერთმანეთს 2018 წლის ივლისში შეხვდნენ. მაშინ გამარჯვება „დი სიმ” ნოკაუტით მოიპოვა და მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარს დაეუფლა. 2019 წლის აგვისტოში მებრძოლებმა რემატჩი გამართეს, სადაც უკეთესი წარმოშობით ხორვატი მებრძოლი გამოდგა. სტიპემ კორმიე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ტიტული დაიბრუნა.

ერთერთ ინტერვიუში კორმიემ დაადასტურა, რომ სტიპესთან მესამე ბრძოლა მის კარიერაში უკანასკნელი იქნება. შეგახსენებთ, რომ დენიელ კორმიე 41 წლის არის.