დენიელ კორმიე სტიპე მიოჩიჩს მიმართვს - მოიქეცი სწორედ და დამთანხმდი ბრძოლაზე
დენიელ კორმიე სტიპე მიოჩიჩს მიმართვს - მოიქეცი სწორედ და დამთანხმდი ბრძოლაზე

ამერიკული მედია სულ უფრო აქტიურად საუბრობს დენიელ კორმიესა და სტიპე მიოჩიჩის მესამე ბრძოლაზე. შეგახსენებთ, რომ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მოქმედმა ჩემპიონმა სტიპე მიოჩიჩმა ტიტული 2019 წლის აგვისტოში დენიელ კორმიერის დამარცხებით დაიბრუნა. მას შემდეგ დაახლოებით ხუთი თვე გავიდა და წარმოშობით ხორვატი მებრძოლი მომდევნო ბრძოლის მოლოდინშია, თუმცა თავდა სტიპეს თქმით მას მეტოქედ დენიელ კორმიე არ სურს.

„სტიპე ამ დრომდე ტრავმებს მკურნალობდა. ექიმების საბოლოო ნებარდთვის შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ ფიქრს მომდევნო მეტოქეზე. ეს შესაძლოა, შერეული ორთაბრძოლის მებრძოლი იყოს, ან მოკრივე. თუმცა თუ ufc-ზე ვსაუბრობთ სტიპე ისურვებდა ისეთ მეტოქესთან ბრძოლას, ვინც აქამდე დამარცხებული არ ჰყავს.” – აცხადებს მიოჩიჩის აგენტი, ჯიმ ვოლტერი „ესპნ-სთან” (espn) საუბრისას.

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონთან ბრძოლა უკვე ისურვეს კიურტის ბლეიდსმა, ფრენსის ნგანუმ და ასევე კრივის მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ. დენიელ კორმიემ კი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის უკანასკნელ ღონისძიებაზე მიოჩიჩს მიმართა.

„მე და სტიპე მესამე ბრძოლას აუცილებლად გავმართავთ. სწორედ ეს უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში. მე ვიცი, ისინი აცხადებენ, რომ რაღაც ახალი სურთ. მინდა, მას შევახსენო, რომ მეც მსურდა რაიმე ახალი მანამდე სანამ მას (სტიპეს) რემატჩს მივცემდი. ასე, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, ჩვენს შორის მესამე ბრძოლა ჩატარდეს.” – აცხადებს კორმიე.