დენი უელბეკს მეორე ოპერაცია დასჭირდა
დენი უელბეკს მეორე ოპერაცია დასჭირდა

„არსენალის“ თავდამსხმელ დენილ უელბეკს მარჯვენა მუხლზე მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.

27 წლის ფეხბურთელი სამშაბათს, ლისაბონის „სპორტინგთან“ მიმდინარე ევროპა ლიგის მატჩის დროს დაშავდა და მოედნიდან საკაცით იქნა გაყვანილი. კვირას, „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ არ იცის, შეძლებს თუ არა უელბეკი ამ სეზონში მოედანზე დაბრუნებას.

„დენი მალე დაიწყებს რეაბილიტაციის კურსს და ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, როდის შეძლებს დაბრუნებას. ორივე ოპერაციამ კარგად, გართულებების გარეშე ჩაიარა“, – განაცხადა ემერიმ.

უელბეკი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა, ინგლისის ნაკრებში იყო გამოძახებული აშშ-სა და ხორვატიის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ.