დენი როუზი - სულ არ მაინტერესებს ერის მორალური სული
დენი როუზი - სულ არ მაინტერესებს ერის მორალური სული

„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მცველი დენი როუზი, რომელიც ამჟამად „ნიუკასლ იუნაიტედში“ იჯარის წესით თამაშობს, პრემიერლიგის განახლების წინააღმდეგია.

„მთავრობა ამბობს, რომ ფეხბურთს ვაბრუნებთ, რადგან ეს ერის მორალურ სულს აამაღლებს. სულ არ მაინტერესებს ერის მორალური სული, როდესაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. ლაპარაკიც კი არ შეიძლება სეზონის განახლებაზე, სანამ ინფიცირებულთა რაოდენობა ერთბაშად არ დაიკლებს. პარასკევს ტესტს გავივლი და ვნახოთ, რა იქნება“, – მოჰყავს ფეხბურთელის სიტყვები „გოლს“ (goal.com).

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ყველა ევროპული საფეხბურთო ჩეპიონატი განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.