დენი როუზი - ფეხბურთელებს, როგორც ლაბორატორიის ვირთხებს, ისე ექცევიან
დენი როუზი - ფეხბურთელებს, როგორც ლაბორატორიის ვირთხებს, ისე ექცევიან

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველი დენი როუზი, რომელიც ამჟამად იჯარით „ნიუკასლში” ასპარეზობს, სეზონის განახლების კატეგორიული წინააღმდეგია. მან „ლოკდაუნ ტაქტიკთან“ (Lockdown Tactics) ჩართვაში ფეხბურთელები ლაბორატორიის ვირთხებს შეადარა.

„ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები ფეხბურთს, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსით ბევრად სერიოზულად დაზიანდა, ვიდრე მე და ჩემი ოჯახი. მხოლოდ იმისთვის, რასაც ფეხბურთში დასაბრუნებლად გვთავაზობენ, ფეხბურთელების ლაბორატორიის ვირთხებთან გაიგივებად მიმაჩნია​. ექსპერიმენტები უნდა ჩავატაროთ. ხალხი ალბათ ლაპარაკობს, რომ ჩვენ ბევრ ფულს ვშოულობთ და ამიტომაც უნდა დავაბრუნოთ ფეხბურთი. სიმართლე გითხრათ, ადამიანების გართობისთვის, ჩემი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაყენება არ მინდა. მე სეზონის განახლების წინააღმდეგი ვარ“, – ამბობს როუზი.