დენი გრინმა რუდი გობერი დაიცვა (ვიდეო)
დენი გრინმა რუდი გობერი დაიცვა (ვიდეო)

კორონავირუსმა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ცხოვრების რითმი რადიკალურად შეცვალა. უამრავმა კორპორაციებმა, დაწესებულებებმა, ფესტივალებმა, კულუტურლმა და სპორტულმა ღონისძიებებმა საქმიანობა გაურკვეველი დროით შეაჩერეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნბა-ს კალათბურთელს რუდი გობერს კორონავირუსი დაუდგინეს. მას შემდეგ COVID 19-ის ინფექცია ლიგის კიდევ ორ წევრს დაუდასტურდა. უამრავი ადამიანი ამერიკაში „იუტას” ფრანგ კალათბურთელზე განაწყენებული და გაბრაზებულია. შეგახსენებთ, რომ გობერმა სანამ ინფექციას დაუდგენდნენ კონტაქტი დაამყარა მედიის ინვენტართან და საკმაოდ უპასუხისმგებლოდ მოიქცა. ამის გამო ფრანგმა ბოდიშიც მოიხადა და კორონავირუსთან საბრძოლველად $500 000 ამერიკული დოლარი გამოყო.

„ლეიკერსის“ კალათბურთელი დენი გრინი ის იშვიათი პიროვნება გამოდგა, რომელმაც რუდი გობერი დაიცვაა.

„მე ვთვლი, რომ რუდი გობერის მიმართ წამოსული კრიტიკა გადაჭარბებულია. რა თქმა უნდა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის უფრო ფრთხილად და პასუხისმგებლიანად უნდა მოქცეულიყო, თუმცა ეს არ გააკეთა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ კრიტიკის ის ტალღა რაც მიმართ ისმის მეტისმეტია. ვირუსის გავრცელება მხოლოდ რუდის ბრალი არ არის. ეს ყველას შეიძლება მოსვლოდა. სჯობს ყველამ გავიაზროთ ეს“.