დენი გრინის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ნბა-მ სეზონი დეკემბერში დაიწყო, ლებრონმა და გუნდის სხვა ვარსკვლავებმა შესაძლოა სეზონის დასაწყისი გამოტოვონ (ვიდეო)
დენი გრინის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ნბა-მ სეზონი დეკემბერში დაიწყო, ლებრონმა და გუნდის სხვა ვარსკვლავებმა შესაძლოა სეზონის დასაწყისი გამოტოვონ (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე წლის დრაფტამდე 3 კვირაზე მეტი რჩება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ლიგის ხელმძღვანელობა 2020-21 წლების სეზონის დაწყებას დეკემბრის ბოლოს გეგმავს. ეს საკითხი მიმდინარე კვირის ბოლოდ გადაწყდება. თუ ნბა-ს ორგანიზატორები შეთანხმდნენ ამ თარიღზე აუცილებლად გამოჩნდებიან გუნდები, რომლებიც ამით უკმაყოფილონი დარჩებიან. განსაკუთრებით ის გუნდები, რომლებმაც პლეიოფის ფინალურ სტადიამდე მიაღწიეს.

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მსროლელმა დენი გრინმა თემის შესახებ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა. გრინის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სეზონი დეკემბერის ბოლოს დაიწყება, გუნდის ვეტერანები და წამყვანი მოთამაშეები, დიდი ალბათობით, სეზონის სტარტს გამოტოვებენ. გრინმა ასევე განაცხადა, რომ „ლეიკერსი“ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი გუნდია და კოლექტივში არაერთი ვეტერანი ირიცხება. გარდა ამისა, გრინის თქმით, ბევრი გუნდს, მაგალითად „ნიუ იორკს“ და „ატლანტას“ მარტის შემდგომ არ უთამაშიათ. ეს კი ამ გუნდებს გარკვეულ უპირატესობას აძლევს.