დენი დრინკუოტერი ექვსმა ადამიანმა ცემა
დენი დრინკუოტერი ექვსმა ადამიანმა ცემა

„ბარნლის“ ნახევარმცველმა დენი დრინკუოტერმა, რომელიც „ჩელსის“ საკუთრებაა, ჩხუბის შედეგად მრავალრიცხოვანი დაზიანებები მიიღო.

დრინკუოტერი მანჩესტერის ერთ-ერთ ღამის კლუბში მეგობრის დაბადების დღეზე დათვრა და ზედმეტი ყურადღება მიაქცია „სკანთორფის“ მცველის კგოსი ნტლეს შეყვარებულს.

ატყდა ჩხუბი. ბარის მცველებმა დრინკუოტერი ქუჩაში გააგდეს, მაგრამ ჩხუბი გრძელდებოდა – მას ერთბაშად ექვსი ადამიანი ცემდა სიტყვებით: „დაუმტვრიეთ მას ფეხები“. ამის შემდეგ, დრინკუოტერის მეგობარმა ფეხბურთელისთვის ტაქსი გამოიძახა. როგორც „სანი“ (The Sun) წერს, მოთამაშეს პოლიციაში არ მიუმართავს.
ცემის შედეგად, დრინკუოტერმა მიიღო კოჭის ტრავმა, დაზიანებული აქვს სახე, მხრები და ხელები.