დენ ჰუკერის რთული გამარჯვება პოლ ფელდერთან
დენ ჰუკერის რთული გამარჯვება პოლ ფელდერთან

ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (ufc fight night 168) მორიგი ღონისძიება გაიმართა.

მთავარი ბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) ახალ ზელანდიელ დენ ჰუკერსა და ირლანდიელ პოლ ფელდერს შორის ჩატარდა.

ფავორიტად ჰუკერი მიიჩნეოდა, თუმცა საბოლოოდ ზელანდიელმა გამარჯვება მსაჯთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,(split decision) დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა.