დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი - მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს
დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი - მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს

დემოკრატიის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრმა, სამანტა დიქსონმა მასშტაბური საარჩევნო რეფორმის შესახებ ისაუბრა, რომელიც მილიონობით ახალგაზრდას დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

მისივე თქმით, მკაცრი ზომები იქნება მიღებული უცხოური ფულით ბრიტანეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობების წინააღმდეგ.

„ბევრ ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდასთან საუბრისას დავინახე, თუ რამდენად დიდია მათი სურვილი, ჩაერთონ ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში. იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატია ეროვნული სასწავლო პროგრამის ნაწილია, მილიონობით ახალგაზრდას ექნება საკმარისი ცოდნა და თავდაჯერებულობა, რათა პირველად მიიღონ მონაწილეობა ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში. ეს ისტორიული კანონპროექტი მათ ხმას გააჟღერებს. ამავდროულად, ჩვენ მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს“, – განაცხადა დიქსონმა.

ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, რეფორმები მილიონობით ახალგაზრდას მისცემს საშუალებას, გამოხატონ თავიანთი ხმა, რაც ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან და ინკლუზიურ არჩევნებს.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებენ.