დემიენ ლილარდს პორტლენდთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
დემიენ ლილარდს პორტლენდთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

პორტლენდი წელს პლეი ოფში აუცილებლად ითამაშებს, თუმცა ტრეილბლეიზერსის შანსები ერთი ორად შემცირდა მას შემდეგ, რაც იუსუფ ნურკიჩმა ბრუკლინთან მატჩის დროს უმძიმესი ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნით დააკლდა.

ბოსნიელის გარეშე პორტლენდმა შესაძლოა, პირველად ორი წლის შემდეგ, პლეი ოფის პირველი რაუნდი ვერ გაიაროს. 2017-18 წლების სეზონზე, როდესაც პორტლენდი პლეი ოფიდან ნიუ ორლეანმა გამოთიშა, დემიენ ლილარდი, როგორც ცნობილია, გუნდის შეცვლის ვარიანტებს განიხილავდა, თუმცა როგორც ჩანს კალათბურთელმა აზრი შეიცვალა. კავაი ლეონარდის, პოლ ჯორჯისა და ენტონი დევისისგან განსხვავებით, რომლებმაც სატრანსფერო ფანჯრის დროს გაცვლა მოითხოვეს, ლილარდი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონზე პორტლენდის ლიდერი ჯეიმს ჰარდენისა და სტეფ კარის შემდეგ ლიგაში ყველაზე პროდუქტიული გამთამაშებელია. უფრო მეტიც, მას გოლდენ სტეიტის მსროლელზე 11 შეხვედრით მეტი აქვს გამართული.