დემიენ ლილარდის რეკორდული სტატისტიკა
დემიენ ლილარდის რეკორდული სტატისტიკა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე „პორტლენდის“ გამთამაშებელი დემიენ ლილარდი ბრწყინვალედ ასპარეზობს. „ბლეიზერსის“ ლიდერმა ბოლო ხუთ ჩატარებულ შეხვედრაში არნახული სტატისტიკა დააფიქსირა და ლიგის რეკორდი მოხსნა.

უკანასკნელ ხუთ მატჩში ლილარდმა 40 სამქულიანი ჩააგდო, ეს კი ზედიზედ ხუთ ჩატარებულ შეხვედრაში ჩაგდებული სამქულიანების მხრივ რეკოდრდი გახლავთ. სტატისტიკა ასე გამოიყურება.

ბოლო ხუთი მატჩი:

48 ქულა, 9 მოხსნა, 10 პასი
36 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი
50 ქულა, 6 მოხსნა, 13 პასი
47 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი
61 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი