დემიენ ლილარდი ვესტბრუკთან პირად უთანხმოებას უარყოფს
დემიენ ლილარდი ვესტბრუკთან პირად უთანხმოებას უარყოფს

პორტლენდმა პლეიოფის პირველი სერია ოკლაჰომას დამაჯერებელი ანგარიშით, 4-1 მოუგო და ბევრისთვის მოულოდნელად მომდევნო ეტაპზე გავიდა. ოკლაჰომას გადამწყვეტი სამქულიანი დემიენ ლილარდმა შორეული დისტანციიდან ჩაუგდო.

როგორც ცნობილია, ვესტბრუკმა საკუთარ არენაზე პორტლენდთან სერიაში მოგებული ერთადერთი შეხვედრის შემდეგ, ლილარდზე საკმაოდ არასასიამოვნოდ ისაუბრა. ბოლო წლების განმავლობაში, ეს ამ ორ კალათბურთელს შორის პირველად არ ხდება. აქედან გამომდინარე, ყველას გაუჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ ლილარდს და ვესტბრუკს პირადი უთანხმოება აქვთ. მიუხედავად ამისა, დემიენმა ეს ეჭვები რამდენიმე დღის წინ უარყო. პორტლენდის გამთამაშებელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა დენ პატრიკის შოუში რასთან ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოედანს მიღმა მას და ვესტბრუკს საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა აკავშირებთ.