დემიენ ლილარდი ტრავმის გამო ორ კვირას გამოტოვებს
დემიენ ლილარდი ტრავმის გამო ორ კვირას გამოტოვებს

„პორტლენდის“ გამთამაშებელმა დემიენ ლილარდმა „მემფისთან” წაგებულ შეხვედრაში საზარდული დაიზიანა და ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ბლეიზერსის“ ლიდერი ლებრონის გუნდში დევინ ბუკერმა ჩაანაცვლა.

„იაჰუ სპორტის“ (YAHOO SPORTS) ჟურნალისტი კრის ჰეინსი იუწყება, რომ ლილარდის აღდგენითი პროცესი დაახლოებით 1-2 კვირას გასტანს.

„პორტლენდი“ ამჟამად პლეი ოფის ზონის მიღმა იმყოფება და 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას ცდილობს. რეგულარულს „ბლეიზერსი“ 21 თებერვალს „ნიუ ორლეანთან“ მატჩით განაახლებს. ექიმების განცხადებით არის შესაძლებლობა, რომ ლილარდმა ამ მატჩში მონაწილეობა მიიღოს.

დემიენ ლილარდი მიმდინარე სეზონზე მატჩში საშუალოდ 29.5 ქულასა და 7.9 პასს აგროვებს. მანამდე სანამ „პორტსლენდის“ გამთამაშებელი და ერთ-ერთი ლიდერი მოედანს არ დაუბრუნდება „ბლეიზერსს“ წარმატებაზე ფიქრი გაუჭირდება.