დემიენ ლილარდი „პორტლენდში“ ბრუნდება #1TVSPORT
დემიენ ლილარდი „პორტლენდში“ ბრუნდება #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ვარსკვლავური გამთამაშებელი დემიენ ლილარდი სამწლიან და 42-მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს და „პორტლენდ თრეილ ბლეიზერსში“ დაბრუნდება.

ეს ინფორმაცია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ავტორიტეტულმა ინსაიდერმა, შემს ჩარანიამ. ელოდებიან, რომ გარიგებაში ჩადებული იქნება კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებისა და გაცვლის აკრძალვის პუნქტები.

ლილარდი კარიერას „პორტლენდში“ იწყებდა. 2023 წელს ის გაცვლის შედეგად „მილუოკიში“ გადავიდა, რომელიც ამ ზაფხულს დატოვა. გასულ სეზონში მცველმა 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 24.9 ქულა, 4.7 მოხსნა და 7.1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.