დემიენ ლილარდი ფიქრობს, რომ ნურკიჩთან ერთად „პორტლენდი“ „გოლდენ სტეიტს“ დაამარცხებდა
დემიენ ლილარდი ფიქრობს, რომ ნურკიჩთან ერთად „პორტლენდი“ „გოლდენ სტეიტს“ დაამარცხებდა

„პორტლენდისთვის“ მიმდინარე სეზონი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ „ბლეიზერსს“ სერია ე.წ. „მშრალი“ ანგარიშით, 4:0 მოუგო და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა სუპერფინალში თამაშის უფლება, თანაც ეს კევინ დურანტის გარეშე გააკეთა.

უნდა აღინიშნოს, რომ სერიის ბოლო სამი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. „პორტლენდი“ ყველა ამ მატჩში მინიმუმ 15 ქულით იგებდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც „ვორიორზს“ დარჩა. „პორტლენდი“ მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ იუსუფ ნურკიჩის გარეშე ხვდებოდა. ბოსნიელმა ცენტრმა მძიმე ტრავმა მიიღო და საკუთარ გუნდს ვეღარ დაეხმარა. „ბლეიზერსის“ ლიდერმა დემიენ ლილარდმა წაგებული სერიის შემდეგ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მის გუნდს ნურკიჩი ეყოლებოდა, გულშემატკივარი სხვა თამაშებს იხილავდა. გამთამაშებელს მიაჩნია, რომ ბოსნიელთან ერთად მის გუნდს „ვორიორზის“ დამარცხების კარგი შანსი ექნებოდა.