დემბელეს ტრავმისთვის ფიფა „ბარსელონას“ კომპენსაციას გადაუხდის #1TVSPORT
დემბელეს ტრავმისთვის ფიფა „ბარსელონას“ კომპენსაციას გადაუხდის #1TVSPORT

„ბარსელონა“ ფიფა-სგან ფულად კომპენსაციას მიიღებს უსმან დემბელეს ტრავმის გამო.

24 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ევრო 2020-ზე საფრანგეთის ნაკრებში ყოფნისას მიიღო, კერძოდ, მარჯვენა მუხლი იტკინა. „ბარსელონამ“ უკვე გამოაცხადა, რომ ფრანგს ოპერაცია ესაჭიროება. აღდგენის სავარაუდო ვადად ოთხი თვე სახელდება.

როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, ფიფა-ს დაცვის პროგრამა აუნაზღაურებს „ბარსელონას“ ფეხბურთელის დროებით დაკარგვას. კატალონელები მიიღებენ დღეში 20 ათას ევროს იმ პირობით, თუ მოთამაშეს 24 დღეზე მეტი გაუცდება.