დემბელეს თამაში „არსენალთან“ კითხვის ნიშნის ქვეშაა, ფორვარდმა ბოლო ვარჯიში გამოტოვა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი უსმან დემბელე არ მონაწილეობდა გუნდის ბოლო ვარჯიშში დაზიანების გამო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ფაბრის ჰოუკინსმა.
წყაროს ცნობით, დემბელეს თამაში ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალში (7 მაისი) „არსენალის“ წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ფორვარდი ნამდვილად არ ითამაშებს 3 მაისს „სტრასბურთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში.
ამ მომენტისთვის პსჟ-ში არ ახმაურებენ 27 წლის დემბელეს დაზიანების ხარისხს.
უსმან დემბელემ ამ სეზონში 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 33 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.