დემბელეს სამთვიანი პაუზა ემუქრება
დემბელეს სამთვიანი პაუზა ემუქრება

„ბარსელონას“ ფორვარდის უსმან დემბელეს აღდგენის პროცესი უფრო დიდი ხანი შეიძლება გაგრძელდეს, ვიდრე ამას თავდაპირველად ელოდნენ.

როგორც გაზეთი AS წერს, 22 წლის ფეხბურთელს, შესაძლოა, მარჯვენა ფეხზე კუნთის სამკურნალოდ ოპერაცია დასჭირდეს. თუ ქირურგიული ჩარევა იქნება, ფრანგის აღდგენითი პროცესი სამი თვე გაგრძელდება. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ დემბელეს ხუთი კვირა ეყოფოდა გამოსაჯანმრთელებლად.

ამ სეზონში დემბელემ მხოლოდ ხუთჯერ ითამაშა ესპანეთის ჩემპიონატში და ერთი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი