დემბელემ კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების რეალურ კანდიდატად დაასახელა #1TVSPORT

14:23, 08.09.2026

უსმან დემბელემ ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების რეალურა კანდიდატად დაასახელა – ჯილდოს მოქმედმა მფლობელმა და „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ამის შესახებ გამოცემა L’Équipe-თან ინტერვიუში თქვა.

დემბელეს როდესაც ჰკითხეს, მოიგებს თუ არა „ოქროს ბურთს“ ლეონელ მესი ან ლამინ იამალი, ჯილდოს მოქმედმა მფლობელმა ღიმილით უპასუხა: „ვფიქრობ, „ოქროს ბურთი“ „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეს დარჩება“.

„ოქროს ბურთის“ მოქმედ გამარჯვებულს სამი საუკეთესო კანდიდატის დასახელება სთხოვეს. ფრანგმა თავდამსხმელმა პსჟ-დან მხოლოდ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გამოარჩია, რითიც მიანიშნა, რომ მისი რჩეული ქართველია: ხვიჩა კვარაცხელია, ჰარი კეინი, კილიან მბაპე – ასეთი იყო მისი პასუხი.

კანდიდატთა შორის დემბელემ ასევე ახსენა ლამინ იამალი, მაიკლ ოლისე, ფაბიან რუისი და ვილიან პაჩო და თქვა, რომ ყურადღებას ეს მოთამაშეებიც იმსახურებენ.

დემბელემ სამეულში საკუთარი თავი არ დაასახელა და აღნიშნა, რომ ის არასდროს აძლევს ხმას საკუთარ თავს.

მსგავსი