დემბელემ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა - ფრანგის ხელფასი 40 პროცენტით შემცირდა #1TVSPORT
დემბელემ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა - ფრანგის ხელფასი 40 პროცენტით შემცირდა #1TVSPORT

ფრანგი შემტევი უსმან დემბელე „ბარსელონას“ ახალ კონტრაქტზე მოელაპარაკა.

25 წლის ფეხბურთელი, რომელიც, ამჟამად, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, დათანხმდა ხელშეკრულებას 2024 წლის ზაფხულამდე.

დემბელეს ხელფასი 40 პროცენტით შემცირდება და ის გაუტოლდება „ბარსას“ ფორვარდის ანსუ ფატის წლიურ შემოსავალს.

გარიგების გასაფორმებლად საჭიროა მხოლოდ კატალონური კლუბის ხელმძღვანელობის თანხმობა.

უსმან დემბელემ გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.