დემბელე „რენთან“ წაგების შემდეგ - თუ თითოეული საკუთარი თავისთვის ითამაშებს, ტიტულებს ვერ მოვიგებთ #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „რენთან“ 1:3 წაგების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბმა, უსმან დემბელემ თანაგუნდელებს მოუწოდა – პირველ რიგში გუნდზე იფიქრონ.
„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ უფრო მეტი სურვილი და, რაც მთავარია, ვითამაშოთ პსჟ-ისთვის, რათა გავიმარჯვოთ. იმიტომ, რომ თუ თითოეული საკუთარი თავისთვის ითამაშებს, ჩვენ ვერ შევძლებთ სასურველი ტიტულების მოპოვებას.
გასულ სეზონში ჩვენ კლუბს ყველაზე მაღლა ვაყენებდით, საკუთარ თავზეც კი. თავდაპირველად მოგვიწევს, დავიბრუნოთ ამგვარი მიდგომა, განსაკუთრებით ასეთ მატჩებში. ვიცით, რომ მიმდინარეობს სეზონის მეორე ნახევარი. პირველ ადგილზე უნდა იყოს „პარი სენ-ჟერმენი“ და არა – ცალკეული მოთამაშეები“, – განაცხადა დემბელემ.