დემბელე ხუთ კვირას გამოტოვებს
დემბელე ხუთ კვირას გამოტოვებს

„ბარსელონას“ ფორვარდი უსმან დემბელე ხუთი კვირა ვერ ითამაშებს ბარძაყის დაზიანების გამო. ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „დორტმუნდთან“ შეხვედრაში (3:1) მიიღო, – იტყობინება გაზეთი AS.

წყაროს ცნობით, დემბელეს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც, მინიმუმ იანვრამდე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.

22 წლის დემბელე „ბარსელონაში“ 2017 წლიდან თამაშობს. ამ გუნდში ის „დორტმუნდიდან“ 105 მილიონ ევროდ გადავიდა. კატალონურ გრანდში ჩატარებულ 73 შეხვედრაში დემბელეს ანგარიშზე 19 გოლი და 17 შედეგიანი პასია.