დემარკუს ქაზენსი სავარაუდოდ თებერვალში დაბრუნდება
დემარკუს ქაზენსი სავარაუდოდ თებერვალში დაბრუნდება

„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ ცენტრი, დემარკუს ქაზენსი ამ დრომდე რეაბილიტაციის კურსს გადის. „ბუგის“ ახალი გუნდის შემადგენლობაში ჯერჯერობით არ უთამაშია, რადგან ტრავმის გამო მას თითქმის ერთი წელი უკვე გაუცდა. NBA-ს მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი მედიასთან საუბრისას იმედოვნებს, რომ ქაზენსის რეაბილიტაციის პროცესი ფინალურ სტადიაშია და მალე კალათბურთელი გუნდის დახმარებას შეძლებს. სტივე კერის თქმით ექიმებს იმედი აქვთ, რომ „ვორიორზის“ ცენტრის დაბრუნება უახლოეს 20 თამაშის განმავლობაში იგეგმება. ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია.

ვარაუდობენ, რომ „ბუგი“ ლოს ანჯელესში გასამართი მატჩებამდე, ანუ თებერვლის ბოლოს დაბრუნდება.