დემარკუს კაზინსმა სეზონში პირველი გაძევება ისე დაიმსახურა, რომ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია [ვიდეო]
„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრი დემარკუს კაზინსი, აქილევსის მყესის ტრავმის გამო, ჯერაც სარეაბილიტაციო კურსს გადის. მიმდინარე სეზონში მას ჯერ მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ უკვე მოედნიდან გააძევეს.
„ნიუ იორკთან“ მატჩის დროს, კაზინსი თავის გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ეხმარებოდა და მსაჯებთან კამათის გამო, მოედნიდან გააძევეს.
Boogie Cousins was just ejected from Warriors-Knicks while on the bench.
In street clothes. 😂
Got a technical for arguing with referee Scott Foster, and was thrown out. So his first official stat with Golden State will be…this. pic.twitter.com/X7cwKcDO3Z— Rachel Nichols (@Rachel__Nichols) October 27, 2018
შეხვედრა “გოლდენ სტეიტმა” 128:100 მოიგო. ჩემპიონს ექვსი მატჩის შემდეგ ხუთი მოგება და ერთი წაგება აქვს.