დემარკუს კაზენსის შეძენით ჯერჯერობით არავინაა დაინტერესებული (ვიდეო)
დემარკუს კაზენსის შეძენით ჯერჯერობით არავინაა დაინტერესებული (ვიდეო)

როდესაც დემარკუს კაზენსმა გასულ ზაფხულს „გოლდენ სტეიტთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მან ამ გადაწყვეტილებას გონივრული სვლა უწოდა. „ბუგი“ იმ პერიოდში კვლავ ტრავმას მკურნალობდა და მის შესაძენად დიდ ინტერესს ბევრი გუნდი არ იჩენდა.

აქედან გამომდინარე, კაზენსი „ვორიორზთან“ საშუალო კონტრაქტს ($5.3 მილიონი) დათანხმდა. დემარკუსი მაშინ მიიჩნევდა, რომ მომავალ ჩემპიონში მოხვდა, თუმცა მისი გეგმები კავაი ლეონარდმა და „ტორონტო რეპტორსმა“ არიეს.

ამჟამად კი კაზენსის მომავალი საერთოდ ბუნდოვანია. ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით, ჯერჯერობით ცენტრის მიმართ ინტერესს არცერთი გუნდი არ გამოთქვამს.

დატოვე კომენტარი