დემარ დეროუზანი კონტრაქტის გახანგრძლივებას მაქსიმალური ხელფასით ითხოვს (ვიდეო)
დემარ დეროუზანი კონტრაქტის გახანგრძლივებას მაქსიმალური ხელფასით ითხოვს (ვიდეო)

დემარ დეროუზანი „სან ანტონიოში” ჩინებულ სეზონს ატარებს. დღემდე ჩატარებულ მატჩებში დეროუზანი საშუალოდ 22.3 ქულას, 5.7 მოხსნასა და 5.5 პასს აგროვებს. საშუალო დისტანციიდან დემარი 59.8 %-იანი სიზუსტით ესვრის, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. სამწუხაროდ დეროუზანის კარგი თამაში ჯერჯერობით არ არის საკმარისი იმისათვის, რომ „სპურსმა” საპლეიოფო ზონაში ადგილი დაიმკვიდროს.

30 წლის კალათბურთელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ტეხასური გუნდი მას მაქსიმალურ ხელფასს არ შესთავაზებს, ამ შემთხვევაში ის „სან ანტონიოს” დატოვებს და თვისუფალი აგენტი გახდება.

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა კრის ჰაინსმა გაავრცელა – „იმ შემთვევაში თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, მაშინ დეროუზანი უარს იტყვის სპურსის შეთავაზებულ $27.7 მილიონ დოლარზე და ზაფხულში ახალი გუნდის მოძებვნას შეეცდება.”

წყაროს ცნობით დეროუზანის შეძენით „ნიუ იორკ ნიქსი” არის დაინტერესებული.