დელტას პირველი ტიტული | დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი

20:17, 22.10.2018

დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული „დელტა“ გახდა.

ალექსი ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ფინალური დაპირისპირება „შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ტიტებს“ დამაჯერებელი ანგარიშით 85-75 მოუგო.

„დელტას“ შემადგენლობაში საუკეთესო 21 ქულით ბექა ბექაური გამოდგა, რომელსაც ტურნირია საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც ერგო.

 

მსგავსი