„დელტამ“ „თსუ ჰიუნდაი“ შვიდი ქულის სხვაობით დაამარცხა
„დელტამ“ „თსუ ჰიუნდაი“ შვიდი ქულის სხვაობით დაამარცხა

საკალათბურთო სუპერლიგაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა გაიმართა. „დელტა“ „თსუ ჰიუნდაის“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 79-72 სძლია. „დეტლას“ შემადგენლობაში საუკეთესო ბექა ბექაური იყო, რომელმაც 15 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 13 ქულით დაასრულა მატჩი არტემ შვეტსმა, ოთო ფხაკაძის მონაგარი კი 12 ქულაა. „თსუ ჰიუნდაის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი, 16 ქულით, ამერიკელი ლეგიონერი, ვოზოლა გამოდგა.

საკალათბურთო სუპერლიგაში რეგულარულის მორიგი მატჩები ხვალ შედგება.