დელიში თვითმფრინავი ტრანსპორტირებისას ხიდის ქვეშ გაიჭედა [ვიდეო]

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ავიაკომპანია „ეარ ინდიას“ თვითმფრინავი ხიდის ქვეშ გაიჭედა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის საზოგადოებივი მაუწყებლის ინფორმაციით, ჩამოწერილი თვითმფრინავი გაიყიდა. მისი ტრანსპორტირებისას ის ხიდის ქვეშ გაიჭედა.

„ეარ ინდიამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი მას აღარ ეკუთვნის და შესაბამისად, მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს.

დელის აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თვითმფრინავი მათ არ ეკუთვნის.