დელი ალი პრემიერლიგის პირველ მატჩებს გამოტოვებს
დელი ალი პრემიერლიგის პირველ მატჩებს გამოტოვებს

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი დელი ალი სეზონის პირველ მატჩებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. მან კვლავ ბარძაყის ტრავმა მიიღო.

ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

„მე არ მჯერა, რომ დელი სეზონის სტარტისთვის გამოჯანმრთელდება“, – ციტირებს „გარდიანი“ (The Guardian) „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელ მაურიციო პოჩეტინოს. – „ვფიქრობ, ეს იგივე სახის ტრავმაა, რაც ადრე ჰქონდა. ჩვენ შეწუხებულები ვართ. ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და უკვე მერამდენედ იღებს მსგავს ტრავმას. მას საკუთარი ორგანიზმისთვის უფრო მეტი ყურადღების მიქცევა მართებს. ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე კვირაში მოედანს დაუბრუნდება“, – დაასრულა პოჩეტინომ.