დელეი ბლინდს გულის მკურნალობა დაუნიშნეს
დელეი ბლინდს გულის მკურნალობა დაუნიშნეს

ამსტერდამის „აიაქსისა“ და ჰოლანდიის ნაკრების მცველს დელეი ბლინდს გულთან დაკავშირებული პრობლემები დაუდგინეს, კერძოდ, ფეხბურთელს გულის კუნთის ანთება აქვს, – წერს ერედივიზიონის ლიდერის პრესსამსახური.

29 წლის ფეხბურთელი ბოლო დღეებში დეტალურად გამოიკვლიეს იმ თავბრუსხვევის შემდეგ, რომელიც მას მცირე ხნით ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსისა“ და „ვალენსიას“ მატჩის დროს.

საბოლოოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბლინდი არ იმუშავებს გუნდთან ერთად შეკრებაზე, რომელიც იანვრის დასაწყისში ჩატარდება. ფეხბურთელი აღდგენას ამსტერდამში გაივლის.

ამ სეზონში დელეი ბლინდმა 26 მატჩი ჩაატარა საკლუბო დონეზე და თითო გოლი და საგოლე პასი მიითვალა.